00:10 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 13:39:12, 410 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისარი: ვფიქრობ, ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს წინადადებას ვიზალიბერალიზაციაზე და ეს მოკლე ვადებში მოხდება

„ველი იმ მომენტს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას დაიწყებენ და ეს იქნება საქართველოს დამსახურებული მიღწევა“, - ამის შესახებ  ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დიმიტრის ავრამოპოლუსის თქმით, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ მასშტაბური სამუშაო გასწია და ყოვლისმომცველი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები განახორციელა.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მიეცა. მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიტიური შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამ რეფორმებისთვის. გასული წლის დეკემბერში გამოცემული ანგარიში დადებითად აფასებდა საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს და იმას, რომ ყველა მოთხოვნა  დაკმაყოფილდა ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული და დღესდღეობით ვხედავთ, რომ ძალზე სერიოზული, პოზიტიური ნაბიჯებია გადადგმული", - აღნიშნა დიმიტრის ავრამოპოლუსმა.

ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ევროკომისიის წინადადებას და უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის უფლება მიეცემათ.

„რეფორმები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის იმპლემენტაციის ჩარჩოებში გატარდა, სასიკეთოა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ძალზე ეფექტურია საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის. ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს წინადადებას და ეს მოხდება ძალზე მოკლე ვადებში. როგორც კი გადაწყვეტილება იქნება დამტკიცებული, საქართველოს მოქალაქეებს, ბიომეტრიული პასპორტებით, აღარ ექნებათ საჭიროება წარმოადგინონ ვიზა 90 დღის ვადით, ტურისტული, ბიზნეს ან საოჯახო საქმეებზე მოგზაურების დროს. თუმცა მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ იძლევა ევროკავშირში დასაქმების  უფლებას", - განაცხადა ევროკომისარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics