|
2026-05-01 12:36:43, 1520 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
პარლამენტში შექმნილმა „ფასების კომისიამ“ საქართველოში პროდუქტის გაძვირების მიზეზებზე ისაუბრა. კომისიის თავმჯდომარემ, მილიონერმა დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ მიზეზი არა „გადაჭარბებული მოგება“, არამედ პროცესების არაეფექტურობაა. „[დიდი ქსელების შემთხვევაში] სურათმა აჩვენა ქსელიდან დაწყებული, მწარმოებლით და იმპორტიორით დამთავრებული, ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებებშია, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში“, - თქვა ბერეკაშვილმა და განმარტა, რომ „ფასწარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებითი ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქციის თვითღირებულებას“. მისი შეფასებით, თუკი ეს პროცესი ეფექტური გახდება, მყიდველი მიიღებს „მნიშვნელოვნად უკეთეს ფასს“. ფასების კომისიამ მიიჩნია, რომ პრობლემა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით:
ფასების კომისიის თავმჯდოამრემ თქვა, რომ აუცილებელი რეგულაციების შემოღება, კანონის მიღება, რომელიც შექმნის „სამართლიან სავაჭრო ურთიერთობებს“. მისი თქმით, ეს გათვალისწინებულია არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის შესახებ ევროკავშირის დირექტივაშიც. „სექტორი არის ძალიან დიდი, ის შეადგენს ჩვენი ეკონომიკის 21%-ს და რაიმე აგრესიული ტიპის ჩარევა ქმნის სისტემურ რისკებს. სისტემური რისკები კი გავლენას მოახდენს შემდეგ ეკონომიკაზე. აქ მიდგომა უნდა იყოს ძალიან წერტილოვანი და დეტალებში გაწერილი“, - თქვა ბერეკაშვილმა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია ამ პროცესის ექვსიდან ცხრა თვემდე ვადაში დასრულება. კომისიამ მხარი დაუჭირდა დასკვნას, თუმცა „ხალხის ძალა“ და „გახარია საქართველოსთვის“ არ მიემხრნენ. ამის შემდეგ დოკუმენტი ბიუროს გადაეგზავნება და პარლამენტის სესიაზე განიხილება.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)