|
2026-05-01 02:16:42, 2917 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
რუსეთის მთავრობამ აკრძალა უცხოური საკომუნიკაციო თანამგზავრებიდან, მათ შორის Starlink-ის ტერმინალებიდან სიგნალების მიღებისა და გადაცემის აღჭურვილობის იმპორტი. „აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში რადიოელექტრონული აღჭურვილობის იმპორტი, რომელიც განკუთვნილია რადიოტალღების გადაცემისა და/ან მიღებისთვის უცხო სახელმწიფოების კოსმოსური საკომუნიკაციო ობიექტებიდან (საკომუნიკაციო თანამგზავრებიდან, მათ შორის ორმაგი დანიშნულების), რომლებიც ჩამოთვლილია დანართში და რომლებსაც არ აქვთ რადიოსიხშირეების სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება რადიოსიხშირული დიაპაზონების განაწილების შესახებ“, - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში. Starlink-ის ტერმინალების აკრძალვა რუსეთში ინტერნეტის კონტროლის გამკაცრების ფონზე ხდება. 2025 წლის მაისიდან ხელისუფლება უკრაინულ დრონებთან ბრძოლის საბაბით მობილური ინტერნეტ სერვისების გათიშვას ახორციელებდა. „ხაზზე“ პროექტის თანახმად, გათიშვამ 60-ზე მეტ რეგიონს შეეხო. Top10VPN-ის მონაცემებით, 2025 წელს გათიშვამ ქვეყნის თითქმის ყველას შეეხო, რაც სულ 37,166 საათს გაგრძელდა. 26 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავად მობილურმა ოპერატორებმა დაიწყეს აბონენტების გლობალურ ქსელზე წვდომის შეზღუდვა. ინფორმირებულმა წყაროებმა „როიტერსს“ განუცხადეს, რომ მოსკოვმა შეისწავლა ჩინეთის („დიდი ფაირვოლი“) და ირანის (ინტერნეტის რეგულარული გათიშვა საპროტესტო აქციების დროს) გამოცდილება, რის შემდეგაც ოფიციალურ პირებს დაევალათ ქსელის დიდი სეგმენტების დაბლოკვის გზის პოვნა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მოუწოდა მოქალაქეებს, მოემზადონ გახანგრძლივებული გათიშვებისთვის. „RKS Global“-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთში „თეთრ სიაში“ შეტანილ ინტერნეტზე სრული გადასვლა 2028 წლისთვის შეიძლება მოხდეს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)