|
2026-04-30 20:00:25, 1979 ნახვა
პოლიტიკა
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
საქართველოს მომავლის აკადემია გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებული სამთავრობო პროპაგანდისტული TV იმედის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ სააგენტოს საჩივრით კიდევ ერთხელ მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება 20 აპრილს საინფორმაციო გადაცემა ქრონიკაში გასულ სიუჟეტს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მომავლის აკადემია ერთ-ერთი ჩეხური ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობდა. აკადემია აღნიშნულს უარყოფს და წერს, რომ ტელეკომპანია ინფორმაციის გადამოწმების მიზნითაც კი არ დაკავშრებია მათ. "საქართველოს მომავლის აკადემიამ რუსული დეზინფორმაციისთვის სანქცირებულ ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 29 აპრილს მიმართა და მოითხოვს მისთვის პასუხსიმგებლობის დაკისრებას "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებების დარღვევის გამო. საჩივარი ეხება 20 აპრილს საინფორმაციო გადაცემა ქრონიკაში გაშვებულ სიუჟეტებს, რომელიც შეეხებოდა ერთ-ერთი ჩეხური ორგანიზაციის წარმომადგენლის ტრენინგების ჩატარებას ქართული ორგანიზაციებისთვის და ტელეკომპანია იმედის ტყუილს, თითქოს მათში საქარველოს მომავლის აკადემიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სინამდვილეში კი ჩვენი ორგანიზაციის არცერთი წარმომადგენელი არ ყოფილა ჩართული სიუჟეტებში ნახსენებ ტრენინგებში. ამავდროულად, ტელეკომპანია იმედის წარმომადგენლებს არ ჰქონიათ რაიმე სახის კომუნიკაციის მცდელობა საქართველოს მომავლის აკადემიის ხელმძღვანელობასთან ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, არც სატელეფონო ზარით და არც წერილობით. ტელეკომპანიის წარმომადგენლები არც ჩვენს ოფისში გამოჩენილან. შესაბამისად სიუჟეტებში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ "თავს ვარიდებდით კითხვებს," ან "არ ვპასუხობდით სატელეფონო ზარებს" არის ტყუილი. ამავდროულად, საქართველოს მომავლის აკადემია კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი ხელმძღვანელობის მზაობას პირდაპირი ეთერის ფორმატში უპასუხოს ტელეკომპანია იმედის ნებისმიერ შეკითხვას. საქართველოს მომავლის აკადემია აღარ აპირებს უპასუხოდ დატოვოს ქართული ოცნების რეჟიმის მიერ კონტროლირებული პროპაგანდისტული სანქცირებული ტელევიზიების მიზანმიმართული ცილისმწამებლური ბრალდებები და გეგმავს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი გზა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რათა ქართული ოცნების ავტორიტარული მისწრაფებების საპირწონედ საქართველოში შენარჩუნდეს თავისუფლების კერები და ახალგაზრდებს მიეცეთ ევროპული სამოქალაქო განათლების მიღების შესაძლებლობა." - ნათქვამია განცხადებაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)