|
2026-04-22 15:29:59, 3239 ნახვა
პოლიტიკა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პაკეტის დამტკიცებას მხარი დაუჭირეს მას შემდეგ, რაც უნგრეთმა მასზე ვეტო მოხსნა. ამით ევროკავშირმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი 2026-2027 წლებისთვის უკრაინისთვის მასშტაბური სესხის საბოლოო დამტკიცების პროცედურაში. საუბარია ევროკავშირის მრავალწლიანი ბიუჯეტის ცვლილების დამტკიცებაზე. ეს არის ბოლო ტექნიკური ეტაპი, რომელიც აუცილებელია კიევისთვის სესხის ამოქედებისთვის. ევროკავშირის ქვეყნების ელჩების გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა სესხის საბოლოო დამტკიცებას. ეს საკითხი უნგრეთის ვეტოს გამო რამდენიმე თვის განმავლობაში გადაუწყვეტელი რჩებოდა. ამასთან, ევროკავშირის ელჩებმა დღესვე დაუჭირეს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)