|
2026-04-22 13:00:31, 2462 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
"ოცნების" გენერალური მდივანი ამტკიცებს, რომ საკადრო ცვლილებებში გასაკვირი არაფერია. კახა კალაძის თქმით, კონკრეტული პირი შესაძლოა, "დღეს ერთ თანამდებობაზე იყო და ხვალ - მეორეზე", რაც, მისი თქმით, სრულიად ნორმალური პროცესია. მისი მტკიცებით, თანამდებობრივი როტაცია არ უკავშირდება კონკრეტული პირების მიმართ პრობლემებს და მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებების უფრო ეფექტურ მუშაობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.
"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ გუშინ 21 აპრილს თქვა, რომ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხდება. მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს. საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი: მამუკა მდინარაძისთვის ახალი უწყება იქმნება - ის ძალოვან სტრუქტურებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ხდება. [შესაბამისი ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაუჭიროს მხარი]. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე სულხან თამაზაშვილს ნიშნავენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)