14:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-14 13:17:39, 4185 ნახვა

პოლიტიკა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია

„ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერის, პეტერ მაჯიარის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ეს მისასალმებელია.

პარლამენტარმა განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ეს ურთიერთობები იმავე დონეზე გაგრძელდება, როგორც ვიქტორ ორბანის დროს იყო, რომელიც მალე დატოვებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.

მაჭავარიანმა „ტიზას“ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავთ ბატონ მადიარს გამარჯვებას. ეს არის უნგრეთის ხალხის გადაწყვეტილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ მას.

ბატონ ორბანთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ნამდვილად მადლიერები ვართ მისი და მისი მთავრობის იმ პარტნიორობისთვის, რომელიც მათ მრავალი წლის განმავლობაში გაუწიეს საქართველოს. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ურთიერთობები გაგრძელდება ახალ მთავრობასთანაც.

ჩვენ მოვისმინეთ ბატონი მადიარის პირველი კომენტარი. მან ასევე გააკეთა განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. „ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება იმავე დონეზე, როგორც ბატონი ორბანის დროს იყო“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ტიზას“ პარტიის ლიდერმა, პეტერ მადიარმა, განაცხადა, რომ გააგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას, სიამოვნებით ეწვევა თბილისს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი არ ჩაერევა არცერთი ქვეყნის შიდა საქმეებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics