|
2026-04-02 14:40:17, 4798 ნახვა
პოლიტიკა
მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ის დატოვებას დაუჭირა მხარი
მოსკოვის ორბიტაზე შექმნილ "დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან" (დსთდან) ქვეყნის გამოყვანის ინიციატივას საბოლოო მოსმენით მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 27-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. „აღნიშნული შეთანხმებების დენონსაციის ინიციატორი საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ დსთ-ს ფუნდამენტური ღირებულებები და პრინციპები არ არის დაცული. კერძოდ, დებულება, რომლის მიხედვითაც წევრი ქვეყნები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და არსებული საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპს. ეს პრინციპი, რომელიც საფუძვლად დაედო დსთ-ს შექმნას, ირღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, განახორციელა აგრესიული აქტები საქართველოს წინააღმდეგ და მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო ძალები უკანონოდ ჰყავს განლაგებული“, - ვკითხულობთ მოლდოვის პარლამენტის განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი მედია ავრცელებს. მოლდოვამ დსთ-დან გამოსვლის პროცესი 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დააჩქარა, რაც ქვეყნის საგარეო კურსის მკვეთრ ცვლილებასა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს უკავშირდებოდა. 2023 წლიდან ქვეყანამ დაიწყო თანამეგობრობის ფარგლებში გაფორმებული ათობით შეთანხმების ეტაპობრივი დენონსირება და გაიწვია თავისი წარმომადგენლები ორგანიზაციის სტრუქტურებიდან. საბოლოოდ, მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა 1994 წლიდან დაწყებული წევრობის შეწყვეტას, რითაც წერტილი დაუსვა რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ გაერთიანებასთან 30-წლიან პოლიტიკურ კავშირს.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)