09:46 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-30 11:46:55, 2864 ნახვა

ეკონომიკა
მიიღეთ 30% MR ქულების ქეშბექი Dressup-ში საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

საქართველოს ბანკი პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, ბანკი საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს Dressup Group-თან ერთად სპეციალურ აქციას სთავაზობს.

30-31 მარტს,Dressup-ის ფიზიკურ მაღაზიებში ან ონლაინ, dressup.ge-ზე შოპინგისას საკრედიტო Amex ბარათის მფლობელები 30%-იან ქეშბექს მიიღებენ MR ქულების სახით. შეთავაზების ფარგლებში, ერთ მომხმარებელზე შესაძლებელია მაქსიმუმ 200 ლარის MR ქულის მიღება.

ინფორმაციისთვის, ფილიალში გადახდა შესაძლებელია როგორც Wallet-ში დამატებული, ისე ფიზიკური ბარათით, ხოლო ონლაინ გადახდისას მხოლოდ ბარათის მონაცემების შეყვანის შემთხვევაში.

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია გადახდის განხორციელება საქართველოს ბანკის ტერმინალზე. შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ვაუჩერებზე.

Dressup Group 1994 წლიდან ოპერირებს საქართველოში და წარმოადგენს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ერთ-ერთ წამყვან რითეილერს. კომპანია აერთიანებს 80-ზე მეტ მაღაზიას ოთხ ქალაქში და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უახლეს კოლექციებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics