|
2026-03-07 16:19:29, 7800 ნახვა
სამართალი
რეჟიმის ირანთან თანამშრომლობის ანგარიშის გამო გუბაზ სანიკიძე და თინა ხიდაშელი სუს-ში დაიბარეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისტორიკოსი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი დაიბარეს. მათ განაცხადეს, მზად არიან სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში კითხვებს უპასუხონ, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან აპირებს გუბაზ სანიკიძე. „ჯერ ველოდები მოსამართლის ზარს. კითხვებს, რა თქმა უნდა, მოსამართლის წინაშე ვუპასუხებ“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ რაც შეეხება თინა ხიდაშელს, მისი თქმით, უწყებაში მისვლას აპირებს. „მისვლას ვაპირებ, ოღონდ ჯერ არ ვიცი, როდისაა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა. არსებული ინფორმაციით, სუს-ს კითხვები პოლიტიკოსებთან მიმართებით მათი მხრიდან მედიაში გაკეთებული განცხადების საფუძველზე აქვთ, პოლიტიკოსების განცხადებები ეხება საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას. „ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით. ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ“- განმარტავს სუსი. ფოტო მეტრონომის
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)