|
2026-03-07 14:32:47, 7619 ნახვა
სამართალი
სუს-მა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევაზე, რომელიც საქართველოში ირანის გავლენებს ეხება გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბოლო დღეებში რამდენიმე პირის მიერ გაკეთდა საჯარო განცხადებები "საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ." უწყებამ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ტაბულას სუს-ში უთხრეს. მათი თქმით, შეისწავლიან განცხადებების შინაარსს და "ავტორთა მოტივაციას." "ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით. ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ." - აცხადებს სუს-ი. ცნობისთვის, 3 მარტს "ჰადსონის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა კვლევა სათაურით "საქართველოს ირანისკენ შებრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს აშშ-ის ერთგულ მოკავშირეში," რომლის ავტორებიც არიან "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)