|
2026-03-01 12:23:13, 8985 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - რუსები ყველა მოკავშირეს, რომელიც ბუნებრივი კანონით სრულდება, ღალატობენ
სირიის და ვენესუელის შემდეგ, ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო, თუ რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. „სირიის და ვენესუელის შემდეგ, ირანი გახდა შემდეგი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი გამოცდილებით გაიგო თუ რას ნიშნავს პარტნიორობა რუსეთთან. რიტორიკის დონეზეც არ დაუჭერიათ ხამენეისთვის მხარი. შაბათს დილას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვმა ზრდილობიანად მოიცილა ტელეფონით საუბრის დროს. ასევე, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე, როგორც წესი, თავხედი რუსები გასუსულები ისხდნენ და მხოლოდ რამდენიმე წინადადება წამოიკნავლეს. უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსები და მისი პროქსები ბევრს ლაპარაკობდნენ „მულტიპოლარული სამყაროს“ დროშით მსოფლიო წესრიგზე. თუმცა გადამწყვეტ მომენტში არაფერს აკეთებენ. ყველა მოკავშირეს, რომელიც ბუნებრივი კანონით სრულდება - ღალატობენ. არ არსებობს მულტიპოლარული სამყარო, თუ შენს გავლენის ცენტრს ვერ იცავ. „ქოცების“ ბოდვაც გავიხსენოთ, მრავალვექტორიზმით აჟიტირებულები ირანში და აშხაბადში რომ ჩავარდნენ. ყველაფერი თავის ადგილზე ბრუნდება. მულტიპოლარულ პროპაგანდას მოკლე ფეხები აქვს“,- წერს დეკანოიძე. როგორც ცნობილია, 28 თებერვლის დილით აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო. ისრაელმაც განახორციელა დარტყმები. ტრამპმა პირდაპირ მოუწოდა ირანელებს, გამოეყენებინათ შესაძლებლობა რეპრესიული რეჟიმის დასამხობად.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)