|
2026-02-26 12:08:49, 4772 ნახვა
ეკონომიკა
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
სელფი მობაილი აგრძელებს ქსელის უწყვეტ გაუმჯობესებას და მომხმარებლის ინფორმირებას პროგრესის შესახებ. სელფის ქსელი კიდევ უფრო საიმედო გახდა - ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 28%-ით გაიზარდა ქსელის ხელმისაწვდომობა, რაც ნიშნავს ნაკლებ ტექნიკურ შეფერხებას, უფრო სტაბილურ კავშირს და პრობლემის შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას. მომხმარებლისთვის მობილური კავშირის ყოველდღიური გამოყენებისას უკეთესი გამოცდილების შექმნისთვის, თებერვლის თვეში სელფიმ ასევე მოახდინა 3G ქსელის სიხშირული განახლება. ეს პროცესი გულისხმობს: ქსელის სტაბილურობის გაზრდას, ზარების ხარისხის გაუმჯობესებასა და კავშირის გაწყვეტის რისკის მინიმიზაციას. განახლების ეფექტი უკვე აისახა კონკრეტულ ლოკაციებზე: სამგორში და კასპის მუნიციპალიტეტში, სადაც საშუალოდ 0.26%-ით გაუმჯობესდა სატელეფონო ზარების უწყვეტობა, შემცირდა შეფერხების ალბათობა და გაიზარდა კავშირის სტაბილურობა. სელფი მობაილი უწყვეტად განაგრძობს ზრუნვას ქსელის განვითარებაზე, მომხმარებლების გამოცდილების კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)