|
2026-02-21 14:29:33, 955 ნახვა
პოლიტიკა
გაეროს გენმდივანი: სამართლიანმა მშვიდობამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა უზრუნველყოს
სამართლიანმა მშვიდობამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა უზრუნველყოს, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. „უკრაინაში სამართლიანმა მშვიდობამ სრულად უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - განაცხადა გუტერეშმა. მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტების დროს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომით გამოწვეული ნგრევის შედეგები საკუთარი თვალით ნახა. „რუსეთის ფედერაციის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი წლის განმავლობაში, რაც საერთაშორისო სამართლის, კერძოდ, გაერო-ს ქარტიის დარღვევას წარმოადგენს, უკრაინამ დამანგრეველი დანაკარგები განიცადა. ამიტომ, ყველა ძალისხმევას მივესალმები, რომელიც სამართლიანი მშვიდობის მიღწევას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)