|
2026-02-18 20:40:20, 1789 ნახვა
სამართალი
ბრალდებული კაკულია - კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს, ეს არის მედიის მოგონილი ვერსია, ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა, დავით კაკულიამ, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, პირველი განმარტება გააკეთა. ძმები კაკულიები წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ და იმედი აქვთ, რომ მათ წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება. „კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გაიგებს ამას და სარჩელს გაიტანს“, -ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოზე დამსწრე პირებს ბრალდებულმა დავით კაკულიამ, რომელიც დისტანციურად ერთვებოდა. ნიკო კვარაცხელიას განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდადებულები სწორედ ჭელიძე და კაველაძე არიან. ჭელიძეს 17 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი, კავილაძეს კი - 16 წლით პატიმრობა. პროკურატურის თანახმად, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე „ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ“, რათა იქ ძმებ კაკულიებს შეხვედროდნენ. გამოძიების ვერსიითვე, სომხეთში გაიცა „მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელი მითითებები“.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)