|
2026-02-18 19:32:13, 760 ნახვა
პოლიტიკა
სუს-ში ადასტურებენ, რომ ლევან დავითაშვილმა საქართველო დატოვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ქართული ოცნების ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საქართველო დატოვა. გუშინ, 17 თებერვალს ქართული ოცნების ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. სუს-ში გამოკითხვაზე ლევან დავითაშვილთან ერთად გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ განიხილეს საქართველოს გაზმომარაგების საკითხი. მისივე თქმით, ამ საკითხზე სუს-ს "ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია" მიაწოდეს. მოგვიანებით, სუს-ში განმარტეს, რომ ლევან დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე. მათ თქვეს, რომ გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)