13:30 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 17:10:49, 563 ნახვა

პოლიტიკა
ანზორ მელია: ნიკას ვერ გატეხენ! მეტირება, მაგრამ ეს ჩემს სიძლიერეზე ლაპარაკობს!

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მამა ანზორ მელია ამბობს, რომ ქართული ოცნება ნიკა მელიას "ვერ გატეხავს". 

ასე ეხმაურება ის ნიკა მელიასთვის წარდგენილ ახალ ბრალდებას. ცოტა ხნის წინ პროკურატურამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა. პოლიტიკოსს "სასამართლოს უპატივცემულობას" ედავებიან. 

"ნიკას გატეხვა უნდათ, მაგრამ ნიკას ვერ გატეხავენ. ფსიქოლოგები არ ჰყავს ამ მთავრობას, რომ გააანალიზონ ნიკას პიროვნება? ასე ნიკას ვერ გატეხავენ, ვერც მის მშობლებს ვერ გატეხავენ. არა თუ მშობლებს, სანდროსაც ვერ გატეხავენ, ისეთი მაგარია სანდრო. უნდათ, რომ, ალბათ, როგორც ზურაბ გირჩი მიიყვანეს დედის გასვენებაში და უჯიკავებდნენ, ისე დაუჯიკაონ ნიკას, მაგრამ ამას არ ეღირსებიან. 

ნიკა მაგრად იყავით, ჩვენც მაგრად ვართ, არ გავტყდებით, შენს გვერდით ვართ და შენი ოჯახის გვერდით ვიქნებით ყოველთვის. მეტირება, მაგრამ ეს ჩემს სისუსტეს არ მიანიშნებს, ჩემს სიძლიერეზე ლაპარაკობს. მაგრად ვიქნები და შენ მაგრად უნდა იყო მანდ და ხარ. იქიდან გვამხნევებს ნიკა და მე აქედან უნდა გავამხნევო. რომ იცოდე, რამდენ ხალხს უყვარხარ...", - ამბობს ის ტვ პირველთან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics