|
2026-02-07 12:19:47, 6369 ნახვა
კომენტარი
კალაძე: გამჭირვალობის კანონის გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ
თბილისის მერი მედიასთან ევროსაბჭოს მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარების თხოვნის ფაქტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ გამო ქვეყნის ხელისუფლებამ არგუმენტების გარეშე არაერთი შეურაცხყოფა და ცილისწამება მიიღო. „დავიწყოთ იმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული კანონი ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, როგორი შემოტევა, შეურაცხყოფა, ცილისწამება იყო. მაშინ გახსოვთ გარედან დაფინანსებული პროტესტის დროს, საუბარი იყო აღნიშნული კანონის გაუქმებაზე, არგუმენტი არავის ჰქონდა, თუ რატომ უშლიდა აღნიშნული კანონპროექტი ევროპულ გზას, დემოკრატიულ პროცესებს. დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეფასებით, ქვეყნის შიდა პოლიტიკის გარე ძალების მიერ დაფინანსება ყველა ქვეყნისთვის მიუღებელი უნდა იყოს. „ყველა ნორმალური, განვითარებული ქვეყანა იმოქმედებდა ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედა. კატეგორიულად მიუღებელია გარედან ფინანსდებოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკა. ეს პირდაპირ ჩარევა არის ჩვენს საქმიანობაში. შემოდიოდა თანხები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები აფინანსებდნენ ვითომ კეთილ პროექტებს. რეალურად კი თანხები მიდიოდა პოლიტიკაში, თანხები იხარჯებოდა სახელმწიფო გადატრიალებისთვის, იყო არაერთი მცდელობა რევოლუციის მოწყობის, საზოგადოების გახლეჩვის, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის. ეს ყოველივე კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე, საზოგადოებამ იცოდეს, საიდან შემოდის ქვეყანაში თანხები და რა საქმიანობისთვის იხარჯება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)