01:18 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 16:54:46, 774 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი რეჟისორ ნანა მჭედლიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რეჟისორისა და მსახიობის, ნანა მჭედლიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ რეჟისორისა და მსახიობის, ნანა მჭედლიძის გარდაცვალების გამო.

ნანა მჭედლიძე მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართულ კინოს. მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა, ყველასათვის საყვარელმა რეჟისორმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. მისი სახე სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში და იმ კინოფილმებიდან გავრცელებულ ფრთიან ფრაზებში გააგრძელებს სიცოცხლეს, დღესაც სიმოვნებით რომ უყურებს ყველა თაობის მაყურებელი.  

თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასი და საყვარელია ნანა მჭედლიძის შემოქმედება“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთვის, ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მჭედლიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა დაადასტურეს.

ცნობისთვის, ანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს, სარეჟისორო ფაკულტეტი 1960 წელს. მისი ფილმებია -  "მოდის მატარებელი", "აეროპორტი", "გზაში"(1964), "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"(1967), "დიდედები და შვილიშვილები"(1969), "პირველი მერცხალი"(1975), "ნამდვილი თბილისელი", "იმერული ესკიზები"(1979), "უკვდავების თეთრი ვარდი"(1985). არის ავტორი წიგნისა "მხიარული მოთხრობები".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics