2016-03-29 16:06:01, 637 ნახვა
საზოგადოება
თურქეთის საბაჟოზე საქართველოდან გამსვლელ სატვირთო მანქანებს უახლოესი საათების განმავლობაში ვერ გაატარებენ
თურქეთის საბაჟო სამსახური საქართველოდან გამსვლელ სატვირთო მანქანებს უახლოესი საათების განმავლობაში ვერ გაატარებს.
როგორც შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთის საბაჟო სამსახური სატვირთო მანქანების მიღებას დაბალი გამტარუნარიანობის გამო აჩერებს.
„თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახური, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი სინირ ქაფისი“ ( SARP SINIR KAPISI), დაბალი გამტარუნარიანობის გამო, საქართველოდან გამსვლელი, დატვირთული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიღებას დროებით აჩერებს.
თურქმა მებაჟეებმა დატვირთული სატვირთო მანქანების მიღება დღეს 12 სთ-სა და 30 წუთზე შეწყვიტეს. წინასწარი ინფორმაციით, შეზღუდვა უახლოესი 5 საათის განმავლობაში იმოქმედებს“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან