21:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-29 12:39:45, 614 ნახვა

პოლიტიკა
მარტა კოსი - არ შემიძლია, მხარი დავუჭირო ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მუშაობს და მოქმედებს

არ შემიძლია, მხარი დავუჭირო ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მუშაობს და მოქმედებს.  - თქვა ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე.

განცხადებას "ევროსკოპი" ავრცელებს. 

"მხარს ვერ დავუჭერ მთავრობას, რომელიც მუშაობს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ქვეყანა სულ უფრო შორდება სამომავლო ევროპულ პერსპექტივას. ერთადერთი რამ რაც შემიძლია მთავრობის მიმართ გავაკეთო არის მოწოდება შეწყვიტონ ეს ნონსენსი და და დაიწყონ მუშაობა ევრიოპული მომავლისთვის, რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას და რა თქმა უნდა მედიას- გთხოვთ გაუძელით." - განაცხადა  მარტა კოსმა.

გუშინ "ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. მათ შორის, გაამკაცრა გრანტების შესახებ კანონი და წესდებაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესაძლებლობის შეტანაც დააანონსა. მათივე ინიციატივით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics