19:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-26 18:18:03, 673 ნახვა

პოლიტიკა
ვართ მოლოდინის რეჟიმში – კალაძე ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზე

"დღეს ნამდვილად არ ჩანს, რომ ან ომი იყოს დასრულებული, ან მან "დიფ სთეითი“ დაამარცხა - ამიტომ ვართ მოლოდინის რეჟიმში" - ამის შესახებ ივანიშვილის მერმა კახა კალაძემ, პრესსამსახურის ცნობით, განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით და აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად. 

"ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ძალიან ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ ურთიერთობები გადაიტვირთოს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან რა დამოკიდებულებაც იყო საქართველოსთან მიმართებით - არასამართლიანი, მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, სიცრუე, მუქარები - ეს კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული  სახელმწიფო, ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს. მერე რა, რომ პატარა ქვეყანა ვართ. ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა წინა თაობებმა იბრძოლეს.  ჩვენ დღესაც გვიწევს ბრძოლა და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის და  ხალხის ინტერესები იყოს გატარებული. სხვა ურთიერთობას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვართ მოლოდინის რეჟიმში. 

მთავარი დაპირებები იყო ომის დასრულება, ასევე მთავარი დაპირება და ერთ-ერთი პრიორიტეტული ხაზი იყო "დიფ სთეითის“ დამარცხება და ვართ მოლოდინის რეჟიმში, ვგულშემატკივრობთ მას, თუ ის ნამდვილად მოახერხებს და შეძლებს ამ ყველაფერს. დღეს ნამდვილად არ ჩანს, რომ ან ომი იყოს დასრულებული, ან მან "დიფ სთეითი“ დაამარცხა. არც ერთი არის, არც მეორე, ამიტომ ვართ მოლოდინის რეჟიმში" - თქვა, პრესსამსახურის ცნობით, კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics