|
2026-01-13 16:14:53, 862 ნახვა
პოლიტიკა
Reuters: ირანში ანტისამთავრობო აქციებს დაახლოებით 2 000 ადამიანი ემსხვერპლა
ირანში გამართული ანტისამთავრობო აქციების დროს დაახლოებით 2 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები. ამ ინფორმაციას Reuters ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეჟიმი საჯაროდ აღიარებს დაღუპულთა ასეთ მაღალ რაოდენობას, ორკვირიანი საპროტესტო აქციების ინტენსიური ჩახშობის მიუხედავად. ირანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც Reuters-ს ეს ინფორმაცია ანონიმურობის პირობით მიაწოდა, უთხრა, რომ როგორც მომიტინგეების, ისე უსაფრთხოების ძალების თანამშრომლების დაღუპვაზე პასუხისმგებლები "ტერიტორისტები" არიან. მას არ დაუკონკრეტებია, დაღუპულთა შორის რამდენია დემონსტრანტი და რამდენი - უსაფრთხოების ძალების თანამშრომელი. Reuters წერს, რომ არეულობა, რომელიც ირანში მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა გამოიწვია, ირანის ხელისუფლებისთვის მინიმუმ, ბოლო 3 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზულ შიდა გამოწვევად იქცა და ეს ემთხვევა საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას, მას შემდეგ, რაც შარშან ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან დარტყმები განხორციელდა. Reuters ციტირებს ირანის სასულიერო ხელისუფლებას, რომელიც ერთის მხრივ აცხადებს, რომ ეკონომიკურ პრობლემებზე პროტესტი ლეგიტიმურია, თუმცა მეორეს მხრივ პროტესტის მიმართ მკაცრ მიდგომას ახორციელებს - ისინი აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებენ არეულობის წაქეზებაში და აცხადებენ, რომ პროტესტი მათ მიერ "ტერორისტებად" მოხსენებულმა უცნობმა პირებმა "მიიტაცეს". მანამდე, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციებს ასობით ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით დემონსტრანტი კი დააკავეს. თუმცა, ბოლო დღეებში ირანში კომუნიკაციების შეზღუდვებმა, მათ შორის ინტერნეტის გათიშვამ, მნიშვნელოვნად შეაფერხა ინფორმაციის გავრცელება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)