|
2025-12-22 15:04:17, 10222 ნახვა
სამართალი
ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები - სახალხო დამცველი არასრულწლოვანთა კანონზე
ომბუდსმენი ლევან იოსელიანი კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ კანონს ეხმაურება, რომელიც ივანიშვილის პარლამენტმა 2025 წლის 17 დეკემბერს მიიღო. "კანონპროექტის ინიციირების დღიდან საქართველოს სახალხო დამცველი, უფლებამოსილების შესაბამისად, აქტიურად იყო ჩართული განხილვის პროცესში. მან სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვისას, დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და რეკომენდაციები. სახალხო დამცველის მიერ კანონპროექტის შეფასების პროცესში შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის, არაერთი ქვეყნის გამოცდილება, მსგავსი დაწესებულებების მქონე სახელმწიფოების მიმართ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ შემუშავებული დასკვნითი შენიშვნები და კომიტეტის მიერ გამოკვეთილი რეკომენდაციები. საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის კომენტარების საფუძველზე, კანონპროექტში ასახა გარკვეული ცვლილებები, თუმცა ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები, მათ შორის, დახურული ტიპის დაწესებულების ინსტიტუციური ხასიათი და მისი უწყებრივი დაქვემდებარების საკითხი. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან და ბავშვიან ოჯახებთან პრევენციული მიდგომების დანერგვასა და გაძლიერებას, ადრეული ინტერვენციების ეფექტიანი მექანიზმების განვითარებასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ფორმატში განაგრძობს აღნიშნულ საკითხზე აქტიურ მუშაობას, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვისა და მათი ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობის მიზნით." - წერია სახალხო დამცველის გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, სახალხო დამცველის ინიციატივა იყო ჯანდაცვის სამინისტროსთან დაქვემდებარება, თუმცა მიღებული კანონით იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება. შეგახსენებთ, რომ აქამდე, 14 წლამდე არასრულწლოვნები დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ყველანაირი პასუხიმგებლობისგან თავისუფლები იყვენენ. ახალი კანონით, მოზარდები დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პროკურირის მიმართვის შემდეგ, მულტიდისციპლინარული ჯგუფის დასკვნის და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრში განათავსონ. კანონში წერია, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მოთავსება მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრში მხოლოდ უკიდურეს შემთხვავში გამოსაყენებელი ზომა იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მას დამუტკიცდება ქმედება, რომელიც სისხლის სამართალში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიაშია
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)