2016-03-27 01:29:16, 695 ნახვა
საზოგადოება
კახა მამულაშვილი: არავინ არავის გამო არ გადმომხტარა
პროდიუსერ კახა მამულაშვილის ინფორმაციით, ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მამულაშვილი " ფეისბუქის" გვერდზე წერს, თუ რა სახის დაზიანება აქვს ხერხემალს, პასუხი ხვალ გახდება ცნობილი: "მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ექიმები იძახიან, ხვალ იტყვიან საბოლოო პასუხს, რა სიმძიმის დაზიანება აქვს ხერხემალს. არავინ არავის გამო აე გადმომხტარა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება",- წერს კახა მამულაშვილი. შეგახსენებთ, შორენა ბეგაშვილის შვილი მე-5 სართულიდან გადავარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან