21:00 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-12 12:57:27, 17243 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაციისა და ლიბერალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს - Energy Community

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნომ 2025 წლის იმპლემენტაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაციისა და ლიბერალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს. ამ კატეგორიაში ვალდებულებების შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 31%-ია, რაც ყველაზე დაბალი შედეგია შეფასებულ ხუთ სფეროს შორის.

ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის ფუნდამენტური მოთხოვნების შესრულება. ორგანიზაციის რეკომენდაციით, საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს შემდეგი რეფორმები:

  • ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის (TSO) სრული გამიჯვნა (unbundling).

  • საბალანსო ბაზრის გახსნა და საცალო ბაზრის ლიბერალიზაცია.

  • გაზის სექტორში გადამცემი (TSO) და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების (DSO) სრული გამიჯვნა.

  • გაზის ბაზრის კონცეფციის დიზაინისა და საბალანსო წესების იმპლემენტაცია.

შედარებით უკეთესი, თუმცა კვლავ არასრული პროგრესია ენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაციის მიმართულებით, სადაც შესრულების დონე 51%-ს შეადგენს. ამ კუთხით, ანგარიში მოითხოვს კლიმატის შესახებ კანონმდებლობის დასრულებას, განახლებადი ენერგიის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას და შენობების გრძელვადიანი განახლების სტრატეგიის შემუშავებას.

ამის საპირისპიროდ, ანგარიშში ყველაზე მაღალი მაჩვენებლებითაა შეფასებული ენერგეტიკული უსაფრთხოების ნაწილი (77%) და მმართველობითი ორგანოების მუშაობა (75%). ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ორგანიზაცია პრევენციული და საგანგებო მოქმედებების გეგმების მიღებას ითხოვს. ხელისუფლების ორგანოების მუშაობის კუთხით კი რეკომენდებულია მარეგულირებელი კომისიისთვის (სემეკ) ყველა საჭირო უფლებამოსილების მინიჭება და „საქსტატის“ მონაცემების ევროსტატის მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა.

გარემოს დაცვის მიმართულებით შესრულების მაჩვენებელი 63%-ია. მთავარ რეკომენდაციად რჩება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების სისტემატური გამოყენება პროექტების დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მთავარ და გადაუდებელ ამოცანად ბაზრის ფუნდამენტური რეფორმების დაჩქარება რჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics