|
2016-03-26 10:43:42, 1133 ნახვა
რეგიონი
ახალციხეში მეფუტკრე-კოოპერატივებისთვის საინფორმაციო ტრეინინგი ჩატარდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით, ქ. ახალციხეში მეფუტკრე-კოოპერატივებისთვის საინფორმაციო ტრეინინგი ჩატარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტრეინინგის ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებს გააცნეს თაფლთან დაკავშირებით ევროკავშირის ბაზარზე მოქმედი სტანდარტები და მოთხოვნები. აგრეთვე ის ახალი რეგულაციები, რომლებიც განხორციელდა ქართულ კანონმდებლობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით. 2015 წლიდან ძალაში შევიდა თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი , რომელიც ადგენს მოთხოვნებს ნატურალური თაფლის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ თაფლის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების საკითხებს. დადგინდა მონიტორინგის სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა თაფლში აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების ჩამონათვალი. შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ,რომლებმაც დეტალურად ისაუბრეს დარგის განვითარების მიზნით მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა რომ მეფუტკრეობის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი ღონისძიებები მიზნად ისახავს დარგის სტიმულირებას , ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრებას და ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ცენტრი მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს საქართველოს ყველა რეგიონში.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)