|
2025-11-26 19:55:55, 2375 ნახვა
ეკონომიკა
DataFest Tbilisi 2025 იწყება – ღონისძიების მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი
2025 წლის 27–29 ნოემბერს თბილისში მონაცემებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით რეგიონის ყველაზე მასშტაბური ფესტივალი – DataFest Tbilisi 2025 - გაიმართება. ღონისძიება უკვე მეცხრე წელია ტარდება და მასში მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები მონაწილეობენ. ფესტივალის მთავარი პარტნიორი, ტრადიციულად, საქართველოს ბანკია. წელს ღონისძიების მთავარი ფოკუსი იქნება ხელოვნური ინტელექტის რეალური გავლენა ბიზნეს პროცესებზე, მედია გარემოზე, ტექნოლოგიურ განვითარებასა და საზოგადოების ცხოვრებაზე. ფესტივალის მიზანია, დამსწრეებს მიაწოდოს ცოდნა AI-ის გამოყენების პრაქტიკულ მიმართულებებზე და სცენა დაუთმოს მსჯელობას იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად ჩნდება. ფორუმზე საერთაშორისო გამოცდილებას მიმოიხილავენ წამყვანი გლობალური ბრენდების - Microsoft, Google, Mozilla, GitHub და სხვა კომპანიების წარმომადგენლები. საერთაშორისო სტუმრებთან ერთად, ფესტივალს შეუერთდებიან საქართველოს ბანკის წარმომადგენლები – მიშა ნადარეიშვილი, ანანო ჯაოშვილი, არჩილ კობალაძე და ნიკოლოზ ჯანგიშერაშვილი. ისინი მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და ინოვაციურ პროექტებს განიხილავენ, ასევე განმარტავენ, როგორ გამოიხატება გლობალური ტენდენციები ადგილობრივ კონტექსშტი. სამდღიანი პროგრამა დისკუსიებს, ვორკშოპებსა და თემატურ სესიებს მოიცავს. ფესტივალი Pullman Tbilisi-ის სივრცეში (ჭავჭავაძის გამზირი 37მ) და Rooms Hotels Tbilisi=ში ჩატარდება. ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს www.datafest.ge საქართველოს ბანკი AI ინოვაციების მხარდამჭერია - ბანკი ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას საქართველოში და მხარს უჭერს პროექტებს, რომელთა მიზანი ტექ. ეკოსისტემის გაძლიერებაა.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)