|
2025-11-24 21:57:30, 2560 ნახვა
ეკონომიკა
ივანიშვილმა Credit Suisse Life-ს დავა მოუგო – შესაძლოა, სანქციების გამო მან $607 მლნ ვერ მიიღოს
24 ნოემბერს ლონდონის საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა (JCPC), საქმეზე "Credit Suisse Life (Bermuda) Ltd. ივანიშვილის წინააღმდეგ" საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის ფარგლებშიც სასამართლომ ივანიშვილისადმი მიყენებული ზარალის გამო $607-მილიონიანი ანაზღაურება ძალაში დატოვა, რაც შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ის ყოფილი ბანკირის მიერ ჩადენილ თაღლითობასთანაა კავშირში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები და დაახლოებით $750 მილიონის აქტივების სწორი დისკრეციული მენეჯმენტი, რის გამოც საბოლოოდ ძალაში დარჩა $607 მილიონის კომპენსაცია. თუმცა, აშშ-ს სანქციების გამო, ივანიშვილმა შესაძლოა, აღნიშნული თანხა ვერ მიიღოს. თუმცა, საბჭომ უარყო ივანიშვილის საჩივარი თაღლითური შეცდომაში შეყვანის შესახებ და დაადგინა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა საქართველოს კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო აღარ განიხილებოდა. ცნობისთვის, 27 დეკემბერს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ბიძინა ივანიშვილს, 14024-ე აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე, სანქციები დაუწესა. აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა განმარტა, რომ ივანიშვილის სანქცირების შემდეგ OFAC-მა ასევე გენერალური ლიცენზიაც გამოსცა, რომლითაც ამერიკელ პირებს იმ ერთეულებთან ყველა სახის ტრანზაქციაში ჩართვის ნება დართო, რომელთა 50%-ს ან მეტს ივანიშვილი ფლობს, თუკი მსგავსი ერთეულები სანქცირებულთა სიაში ცალკე არ იმყოფება. აქვე აღსანიშნავია, რომ გენერალური ლიცენზიის მიუხედავად, ნებართვა კვლავ არ ვრცელდება გარკვეული სახის ტრანზაქციებზე, მათ შორის, ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის სინგაპურის სააპელაციო სასამართლოს საქმესთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე ან მასთან დაკავშირებულ სასამართლო საქმეებზე, როგორც ეს ლიცენზიის (b)(3) პარაგრაფშია გაწერილი.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)