|
2025-11-21 19:42:09, 1945 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა პრემიუმ ბიზნეს მომსახურება – SOLO Business წარადგინა
საქართველოს ბანკმა, როგორც ფინანსური სექტორის ინოვატორმა, ახალი მომსახურება – SOLO Business – წარადგინა. SOLO Business საქართველოს ბანკის პრემიუმ კლასის მომსახურებაა, რომელიც სპეციალურად, საშუალო ზომის ბიზნესებისთვის შეიქმნა. იგი აერთიანებს როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სერვისებს, რაც ბიზნესის მარტივ და ოპტიმალურ მართვას უწყობს ხელს. SOLO Business-ის ძირითადი კომპონენტებია: 1. SOLO Business Lounge – ერთ სივრცეში სრულფასოვან საბანკო მომსახურებას როგორც ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების მართვისთვის. 2. პერსონალური ბიზნეს ბანკირი – ფინანსური ექსპერტი, რომელიც ბიზნესს კონკრეტული სპეციფიკისა და საჭიროებების მიხედვით სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. 3. ბიზნეს კონსიერჟი – ასისტენტი, რომელიც ბიზნესის ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო პროცესებს მართავს, მათ შორისაა ღონისძიებების, მივლინებების დაგეგმვა, დოკუმენტაციის თარგმნა და ბიზნეს ღონისძიებების მართვა. 4. SOLO Business Lifestyle – აქ ერთიანდება ექსკლუზიური ბიზნეს შეხვედრები, პარტნიორული შეთავაზებები და სხვა უპირატესობები, რომლებიც ბიზნესის ახალ საფეხურზე გადაყვანას უწყობს ხელს. 5. Galt & Taggart-ის კვლევები და ანალიტიკა – წვდომა სექტორულ კვლევებზე, ანალიტიკასა და ბაზრის შეფასებებზე, რაც ბიზნესს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარებას უწევს. საწყის ეტაპზე, მომსახურება ბათუმში, უახლესი დიზაინის და კონცეფციის SOLO ლაუნჯშია ხელმისაწვდომი, რომელიც პ. მელიქიშვილის 5/7 და რუსთაველის 43-ის კვეთაზე მდებარობს. ახალ ლაუნჯზე SOLO-ს გუნდმა იტალიურ სააგენტო DINN!-თან ერთად იმუშავა. “SOLO Business-ის შექმნა გარდამტეხი ეტაპია საქართველოში ბიზნეს მომსახურების სტანდარტების ამაღლების თვალსაზრისით. ამ სიახლით, ჩვენ ვაერთიანებთ მაღალი დონის საბანკო პროდუქტებს, პერსონალურ საბანკო მომსახურებას, ბიზნეს ასისტენტის მხარდაჭერას, ექსკლუზიურ შეთავაზებებს და სხვა არაერთ უპირატესობას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბიზნესში წარმატებისთვის საჭიროა დროული რეაგირება, ინფორმაციაზე წვდომა და სანდო პარტნიორის ყოლა, რომელიც ყოველდღიურ გამოწვევებს ეფექტიანი ინსტრუმენტებით უპასუხებს. სწორედ ამიტომ შევქმენით SOLO Business, რათა ბიზნესს მივცეთ თავისუფლება, ფოკუსირდნენ ზრდასა და ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე, ჩვენ კი მხარი დავუჭიროთ ფინანსური, ადმინისტრაციული თუ სტრატეგიული პროცესების მართვაში” - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი. გაიგეთ მეტი SOLO Business-ის ახალი ვებგვერდიდან.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)