19:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 14:35:34, 602 ნახვა

საზოგადოება
მერია: ბაგა-ბაღების რამდენიმე გათავისუფლებული დირექტორი პროცესების პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას ცდილობს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო გათავისუფლებული დირექტორების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ქსპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს, ბაგა-ბაღების რამდენიმე დირექტორი გარკვეულ ჯგუფებთან ერთად  პროცესების პოლიტიკურ ჭრულში გადაყვანას და ბაღების ნორმალურ ფუნქციონირებას უშლის ხელს.

„თბილისის ბაგა-ბაღების რამდენიმე გათავისუფლებული დირექტორი, გარკვეულ ჯგუფებთან ერთად ცდილობს, პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და ბაღების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს. 

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოუწოდებს ბაგა-ბაღების ყველა თანამშრომელს, ნუ ჩაერთვებიან ხელოვნურად მართულ პროცესებში, ნუ ჩაშლიან სააღმზრდელო პროცესს და ნუ შეუქმნიან მშობლებს დისკომფორტს თავიანთი უპასუხისმგებლო საქციელით.

გვინდა მოგმართოთ, რომ თუ კიდევ გაგრძელდება სააღმზრდელო პროცესის ჩაშლის მცდელობა, ნებისმიერი თანამშრომელი აგებს პასუხს საბავშვო ბაღის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად სააღმზრდელო პროცესის ჩაშლისთვის.     

მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად მოეკიდოთ თქვენს სამუშაოს, დაკისრებულ მოვალეობას და ნუ ჩაერთვებით პროცესების პოლიტიზების მცდელობაში“,-აღნიშნულია განცხადებაში.  

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics