|
2025-10-14 17:36:05, 1613 ნახვა
კომენტარი
ჯაღმაიძეს უნდა, რომ გავჩუმდე, ბიძინა ვაქო – არქიმანდრიტი დოროთე
არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა TV პირველთან საუბრისას თქვა, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძესთან კომისიაზე მისვლას არ აპირებს, რადგან ზნეობრივი გადაცდომა არ ჰქონია და, მისი თქმით, თუკი მისი საჯარო განცხადებები არ მოსწონთ, აღნიშნული სინოდალურმა კომისიამ უნდა განიხილოს. ყურაშვილის თქმით, ჯაღმაიძეს სურს გააჩუმოს, რასაც, მისი თქმით, არ აპირებს. "იმ კომისიაში, სადაც მამა ანდრია [ჯაღმაიძე] არის არ შეიძლება ჩემი მისვლა, რადგან ის ჩემთან პრიდაპირ არის დაკავშირებული და თან ჩემს დასჯას აპირებს და თან გამოსასწორებულად. მე მამა ანდრიას ვეტყვი, რომ თავისი თავი გამოასწოროს და ჩემს გამოსწორებას დაანებოს თავი. რაც შეეხება კომისიას, ეს კომისია არის ზნეობრივი კომისია. მე ზნეობრივი გადაცდომა არ მქონია. ჩემი საჯარო განცხდებები თუ თქვენ არ მოგწონთ, მაშინ მომმართეთ წერილობით. თუ არასწორია, უნდა განიხილოს სინოდალურმა კომისიამ და არა მამა ანდრია ჯაღმაიძემ, მის კომპეტენციაში ეჭვი მეპარება, რომ მან საერთოდ იცის ქრისტიანობა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)