|
2025-10-07 13:55:18, 1667 ნახვა
კომენტარი
ზოდელავა - მშვიდობიანი რევოლუციის გარდა, გამოსავალი არ არსებობს
"მშვიდობიანი რევოლუციის გარდა, გამოსავალი არ არსებობს" - თქვა ენმ-ს წევრმა, მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე, სადაც 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული 5 პირის: მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და ლაშა ბერიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. "უნდა გესმოდეთ, რომ ჩემი შინაგანი განწყობა, შფოთვა, მკარნახობს, რომ სხვანაირად შეუძლებელია. გამოსავალი აღარაა. სახელისუფლებო ბერკეტები თავიდან ბოლომდე მიტაცებულია. ამიტომ არ არის სხვა გზა გარდა იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ძალა იპოვოს და მშვიდობიანი რევოლუცია მოახდინოს. საქართველოს უმრავლესობისთვის, პროევროპელებისთვის სივრცე არ რჩება. ყველა სახელმწიფო ბერკეტის ფლობა დიდი ძალაა, რომელიც შიშს თესავს. გადინების პრობლემა მწვავდება. მშვიდობიანი რევოლუციის გარდა, გამოსავალი არ არსებობს. ბიძინა სხვანაირად არ დათმობს. შიში მან ყველაზე მეტად თავისივე გუნდში დათესა. ბიუჯეტიც საქართველოს დაპყრობის ბერკეტად გადაიქცა." - განაცხადა სასამართლოს პროცესის მიმდინარეობისას მურთაზ ზოდელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)