|
2016-03-24 10:40:49, 577 ნახვა
საზოგადოება
პარიზში „საქართველოს ევროპული გზების“ პრეზენტაცია გაიმართება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში, პარიზში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროპულ საქმეთა გენერალურ მდივანთან ეგლიზ კოსტასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორთან ნიკოლა დე რივიერთან დაევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან არლემ დეზირთან. როგორც „ექსპრესნიუსს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, პარიზის საერთაშორისო დიპლომატიურ აკადემიაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამოცემული წიგნის „საქართველოს ევროპული გზები“ პრეზენტაცია გაიმართება. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას საფრანგეთში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების საელჩოების დიპლომატები, რეგიონის მკვლევარები, ჟურნალისტები, სტუდენტები, დოქტორანტებიდა ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრებიან. მოწვეული სტუმრების წინაშე კრებულის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, მწერალი და წიგნის რედაქტორი ზურაბ ქარუმიძე და წიგნის ერთ-ერთი თანაავტორი, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი ისაუბრებენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)