|
2025-10-02 12:48:33, 5592 ნახვა
სხვადასხვა
ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, პუტინის რეჟიმმა, იგი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა
მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად დააკავა „დოჟდის“ ჟურნალისტები ეკატერინა კოტრიკაძე და ვალერია რატნიკოვა.ამის შესახებ იტყობინება Mediazona კოტრიკაძეს და რატნიკოვას ბრალი ედებათ რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებასა და „უცხოელი აგენტების“ მოთხოვნების დარღვევაში. TASS-ის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკატერინა კოტრიკაძე საერთაშორისო ძებნილ სიაში შეიყვანა. "სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლების შუამდგომლობა და კოტრიკაძეს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა რუსეთში ექსტრადიციის ან რუსეთში დაკავების დღიდან", - თქვა სასამართლომ. კოტრიკაძის წინააღმდეგ საქმე აღძრეს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზეზით. კოტრიკაძე რუსულ ტელევიზიაში 2003 წლიდან მუშაობს. 2020 წლის სექტემბრიდან ის ტელეარხ დოჟდის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანია. 2022 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ის უცხოელი აგენტების სიაში შეიყვანა. მიმდინარე წლის ივლისში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის მთავარმა საგამოძიებო დირექტორატმა განაცხადა, რომ კოტრიკაძისა და დოჟდის კიდევ ორი ჟურნალისტის - ვალერია რატნიკოვას (რუსეთის ფედერაციაში უცხოელ აგენტად აღიარებული) და ტიხონ ძიადკოს (რუსეთის ფედერაციაში უცხოელ აგენტად აღიარებული) წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილის (რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება) და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330.1 მუხლის მე-2 ნაწილის (უცხოელი აგენტების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისგან თავის არიდება) შესაბამისად.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)