|
2025-09-26 17:56:46, 2176 ნახვა
ეკონომიკა
საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – BOG-მა Global Finance-ის ჯილდო მიიღო (რ)
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო საბანკო მომსახურების მიმწოდებლად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო იმ ბანკებს გადაეცემათ, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, სთავაზობენ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს. ამასთანავე, იყენებენ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტებს, რათა ბიზნესებს განვითარების მეტი შესაძლებლობა შეუქმნან. "საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გვჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკას სწორედ ეს სეგმენტი აძლიერებს. ამიტომ მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი პროდუქტები და სერვისები მაქსიმალურად მორგებული იყოს მათ საჭიროებებზე. Global Finance-ის ჯილდო კი გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, არ გავჩერდეთ - გავამარტივოთ დაფინანსების ხელმისაწვდომობა, განვავითაროთ ციფრული პლატფორმები და ყოველდღიური საბანკო მომსახურება კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ" - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი. აღსანიშნავია, რომ Global Finance საუკეთესო ციფრულ ბანკებს უკვე 26-ე წელია აჯილდოებს. გამარჯვებულები შეირჩნენ Infosys-ის მსოფლიო დონის ექსპერტთა ჟიურის მიერ, საბოლოო სია კი გამოცემის რედაქციამ გამოავლინა. შეფასების პროცესში გათვალისწინებული იყო ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა: მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შემუშავებული პლატფორმების ეფექტიანობა, ციფრული სტრატეგიის ხარისხი, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის მასშტაბი. საქართველოს ბანკმა წელს Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე ჯამში 34 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესო მობილბანკის და საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოები მიიღო.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)