|
2025-09-25 17:11:04, 1480 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკისა და ტურისტერის პარტნიორობით, ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმის კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ტურიზმის სამიტის „ტურისტერის” თანაორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა, რომელიც ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმს მიეძღვნა. ღონისძიების მთავარი მიზანი საქართველოს ზამთრის კურორტების პოტენციალის წარმოჩენა, მათი კონკურენტული უპირატესობებისა და განვითარების პერსპექტივების განხილვა იყო. კონფერენციის მონაწილეები სამთო-სათხილამურო ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე უახლეს ტენდენციებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და საკანონმდებლო სიახლეებს გაეცნენ. “ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა პირდაპირი ჯავშნები, ე.წ. დესტინაციის მენეჯმენტი, სოციალური მედია არხებისა და ხელოვნური ინტელექტის რესურსის გამოყენება, რათა მცირე და საშუალო ბიზნესებს მოდერნიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ღონისძიება ასევე კავკასიის ჭრილში რეგიონულ მიმოხილვას, ინდუსტრიაში კონკურენციისა და თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. ღონისძიებაზე დამსწრე კერძო სექტორს მივეცით პრაქტიკულად ცოდნა, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ ნებისმიერ დროს გაყიდვები გაზარდონ და როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ტურისტების მოზიდვის კუთხით, გაძლიერდნენ“ - აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა, ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა. „ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ კონფერენციის პარტნიორები ვართ. ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა და ამაში მოვიაზრებთ არა მხოლოდ ფინანსური რესურსით უზრუნველყოფას, არამედ ისეთი ეკოსისტემის შექმნასაც, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ უახლესი ინფორმაცია, განვითარდნენ და გაიზიარონ თანამოაზრეების გამოცდილება. საქართველოს ბანკი აქტიურად დგას ბიზნესის გვერდით. მიგვაჩნია, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძლიერი კომპონენტია, სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პლატფორმას და ღონისძიებებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს საჭირო ცოდნასა და სანაცნობო ქსელს, რათა ისინი გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და უფრო წარმატებულები“, - განაცხადა გიორგი კოკაიამ, საქართველოს ბანკის SME ბიზნეს და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, ტურიზმის ინსტიტუტი არის ქართული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც ტურიზმისა და მოგზაურობის ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს. მისი მთავარი მიზანია საქართველოს ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა მდგრადი ტურიზმის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული სექტორების განვითარების, კვლევის, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისა და ინოვაციური სტრატეგიების განხორციელების გზით.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)