|
2025-09-25 17:08:03, 1449 ნახვა
ეკონომიკა
Euromoney-მ თიბისი ბიზნესისთვის სავალუტო სერვისების მიმწოდებელ საუკეთესო ბანკად დაასახელა
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney - თიბისი კორპორატიული კლიენტებისთვის სავალუტო სერვისების მიმწოდებელ საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში. ჯილდო ბანკმა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მიიღო: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, მომხმარებელთა რაოდენობა, პროდუქტების მრავალფეროვნება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. თიბისი წლებია სავალუტო სერვისების მიწოდების კუთხით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და ბაზარზე 40%-ზე მეტი წილი უჭირავს. ბანკი 40 სხვადასხვა სექტორში 7000-მდე კორპორატიულ კლიენტს ემსახურება. გამოცდილი გუნდი კი კლიენტებს სექტორული სპეციფიკის გათვალისწინებით მათზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობს. ინდივიდუალური მიდგომები მომხმარებლებს ბიზნესის წარმატებით მართვასა და სავალუტო რისკების დაზღვევაში ეხმარებათ. თიბისის სავალუტო პროდუქტები სრულად ციფრულია, რაც კლიენტებს დროის დაზოგვაში ეხმარება. მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად კი ბანკმა 2025 წლიდან ახალი სერვისი - “კონვერტაციის კურსის შეთანხმება” - აამოქმედა. ფუნქციონალი კლიენტებს საშუალებას აძლევს, ტრანზაქციები მათთვის მისაღები პირობებით უმოკლეს დროში განახორციელონ. „თიბისი, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერი, მუდმივად ცდილობს სავალუტო პროდუქტების დახვეწას, რათა კიდევ უფრო გააუმჯობესოს მომხმარებლების გამოცდილება და მათ ინოვაციური გადაწყვეტილებები შესთავაზოს - Euromoney-ს ჯილდო კი ჩვენი ძალისხმევის საერთაშორისო აღიარებაა. ბაზარზე თიბისის ლიდერული პოზიცია ადასტურებს მომხმარებლების გრძელვადიან ნდობას ჩვენს მიმართ, რომლებიც კონვერტაციისა და სხვა გარიგებების წარმატებით დასახურად სწორედ ჩვენს არხებს ირჩევენ. ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს, მოერგოს კლიენტების საჭიროებებს და მისცეს მათ საშუალება, განახორციელონ ნებისმიერი სავალუტო წყვილის, ნებისმიერი ზომისა თუ სირთულის გარიგებები“, - ქეთევან კანდელაკი, თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)