|
2025-09-22 18:11:36, 4467 ნახვა
სხვადასხვა
აზერბაიჯანმა საზღვრის გახსნა 2006 წლის 1-ელ იანვრამდე გადდადო
აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გაგრძელდა — ამჯერად 2026 წლის 1 იანვრამდე. საინფორმაციო სააგენტო „ტრენდის“ ცნობით, შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა. აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომელიც 2020 წლის გაზაფხულიდან იყო დაკეტილი, კვლავ გადაიდო. ბაქომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ საკარანტინო რეჟიმს „იმდენ ხანს შეინარჩუნებდა, რამდენიც საჭირო იქნებოდა“. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საზღვრის დახურვამ ქვეყანა „ძალიან დიდი კატასტროფებისგან“ იხსნა. აზერბაიჯანში შესვლა ამჟამად მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. თუმცა, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ ქვეყნის დატოვება სახმელეთო გზით. საზღვარი ღიაა ტვირთების გადაზიდვისთვის. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო მიმოსვლა შესაძლოა აღდგეს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. საქართველოში მცხოვრებმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა არაერთხელ მოუწოდეს სახმელეთო საზღვრების გახსნას. 2023 წლის 5 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემია გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციის დასასრულად გამოაცხადა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)