|
2025-09-12 14:17:14, 1214 ნახვა
პოლიტიკა
საზ მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარე - დიახ, მე ვარ "ქართული ოცნების" წარმომადგენელი
“დიახ, მე ვარ "ქართული ოცნების" წარმომადგენელი”- “ქართული ოცნების“ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ ის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. მაღლაფერიძის თქმით, ვერავინ იტყვის, რომ მან ამის გამო ვინმე „შეავიწროვა“, მაშინ, როცა ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან დაითხოვეს, ნაწილს სხვადასხვა სახის სანქცია შეეხო, რამდენიმე კი იძულებული გახდა თავისი სურვილით წამოსულიყო მაუწყებლიდან. ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო. მან ტელევიზია 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა და მიზეზად წინასაარჩევნო პერიოდში არხის მიუკერძოებლობასთან დაკაშირებული კითხვების თავიდან არიდება დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)