|
2025-09-10 19:28:03, 1276 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ხალხის თვალში მე ლეგიტიმური ვარ, წარმოვადგენ მათ ნებას
ხალხის თვალში მე ლეგიტიმური ვარ, წარმოვადგენ მათ ნებას, გააგრძელონ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი გზა, რომელიც პროდასავლურია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოსთან (NPR) ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს წარმოადგენს და ამასთანავე ცდილობს, ოპოზიციური სპექტრი გააერთიანოს. „ხალხის თვალში მე ლეგიტიმური ვარ, თუმცა აქ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ვარ. უპირველესი ისაა, რომ წარმოვადგენ ხალხს და მათ ნებას, გააგრძელონ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი გზა, ეს აშკარად პროდასავლური გზაა. მე წარმოვადგენ ქართველი ხალხის კიდევ ერთ ძალიან ძლიერ ნებას, რაც მათი ოპოზიციის გაერთიანებას გულისხმობს. ჩემი მიზანია, ყოველდღიურად ვეცადო ამის შეცვლა. ვფიქრობ, რომ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ და ეს აშკარად ხალხის ნებაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. NPR-თან ინტერვიუში ზურაბიშვილმა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რუსეთმა ეს კარგად იცის, ამიტომაც მუდმივად ცდილობდა საქართველოს ხელში ჩაგდებას. „საქართველო არის ადგილი, სადაც როგორც შეერთებულმა შტატებმა, ასევე ევროკავშირმა, უზარმაზარი ინვესტიციები ჩადეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში. უფრო მეტიც, ეს ჩართულობა თუ არსებობდა, იმიტომ მოხდა, რომ არსებობდა ამ რეგიონში სტრატეგიული ინტერესი, რომელიც დასავლეთს, ევროპასა და ცენტრალურ აზიას, ორ ზღვას აკავშირებს. ეს რუსებმა ძალიან კარგად იციან და საუკუნეების განმავლობაში იცოდნენ, რომ ის, ვისაც საქართველო უჭირავს, კავკასიაც უჭირავს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)