11:44 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-09 22:27:57, 1223 ნახვა

პოლიტიკა
მელიქიშვილზე კალაძის შაბის წინ მოქალაქეთა აქცია გრძელდება

მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის შტაბთან მიმდინარე აქცია გრძელდება, სიტყვით სხვადასხვა აქტივისტი გამოდის და გუშინდელი პოგრომის მომწყობთა დასჯას ითხოვენ. აქციას კალათბურთელი გიორგი ცინცაძე შეუერთდა 

"კახა კალაძეზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ რაც გუშინ ხდებოდა, ყოვლად მიუღებელია, ეს არის დაუსჯელობის სინდრომი ალბათ. საწყენი და სამარცხვინოა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, როდესაც პოლიციიდან ერთ მეტრში ხდება დანაშაული და რეაგირება არაა. ეს საწყენიცაა და საშიშიც, კარგით არაფრით არ დამთავრდება, ეს არაა თუ ვინ ვისი მომხრეა, ყველამ თავისი საქმე უნდა გააკეთოს, პოლიციამაც, სასამართლომაც, სპორტსმენებმაც. იმიტომ ვდგავარ აქ, რომ უსამართლობას ვხედავ: - განაცხადა ცინცაძემ.

ნაციონალური მოძარობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილი მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის შტაბთან განაცხადა, რომ ეს ადამიანები  ქალაქში ვერც უნდა ბედავდნენ გავლას და ასეც არის, რადგან ყოველდღიურად, გაბზარებული ადამიანები გამოდიან.“

პოეტი ზურაბ ბუღაძემ ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ შფოთვა და კრიზისის შიში აქვს, ძალადობრივ ჯგუფებს დაეყრდნო და ქვეყნის მართვა კრიმინალურ მეთოდებზე გადაიყვანა. ამის შესახებ მან მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციაზე ისაუბრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics