09:58 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-08 14:41:59, 1269 ნახვა

სამართალი
დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ადვოკატი

ნინო დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის განცხადებით, მომდევნო პროცესამდე შესაძლოა ადვოკატებმა პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენონ – ის მიუთითებს ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, რის გამოც დათაშვილი დღეს სხდომას ვერ ესწრებოდა და პროცესი 17 სექტემბრისთვის გადაიდო.

„დადასტურდა ის, რასაც ნინო დათაშვილის ადვოკატები მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობდნენ: რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში გაუარესდება. ხოლო როდესაც პროკურატურამ მოითხოვა მისთვის წინასწარი პატიმრობა, ის ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. დღეს დადასტურდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც გაუარესდა. მოსამართლემ წაიკითხა სასჯელაღსრულების სამსახურის მთავარი ექიმის მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მას არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, შევიტანეთ შუამდგომლობა სასამართლო პროცესის გადადების შესახებ. მისი ინტერესია მონაწილეობა მიიღოს მისი საქმის განხილვაში“, - განაცხადა თამარ გაბოძემ.

ნინო დათაშვილი ივნისში დააკავეს საჯარო მოხელეზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, რაც დაკავშირებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან.

9 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ფოიეში დათაშვილსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა. მანდატურებმა მას მოსთხოვეს, დაეტოვებინა ადგილი, სადაც, მათი თქმით, მას სასამართლოს გადაწყვეტილებით შესვლა ეკრძალებოდა. ამის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, დათაშვილმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics