01:07 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-27 10:21:31, 870 ნახვა

მსოფლიო
ისრაელელმა აქტივისტებმა ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით ქვეყნის მთავარი გზატკეცილი გადაკეტეს

ისრაელში, მძევლებისა და დაკარგული პირების ნათესავების ასოციაციის მოწოდებით, ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში. აქტივისტებმა საბურავები დაწვეს და გზები გადაკეტეს, მოითხოვეს რა, რომ ისრაელის მთავრობამ დაუყოვნებლივ მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას, რაც ხელს შეუწყობს ღაზას სექტორში დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე არსებული შეთანხმების ვერსია „საკმაოდ ეფექტურია“.

აქტივისტები იმედოვნებენ, რომ ისრაელის მთავრობაზე მუდმივი ზეწოლა პოლიტიკოსებს დაეხმარება დააჩქარონ კომპრომისის ძიება მოლაპარაკებებში, რომლებიც არაერთხელ უშედეგოდ მთავრდება მხარეთა ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნების გამო.

2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის მებრძოლებმა ისრაელში 250-ზე მეტი მძევალი აიყვანეს. ამჟამად, ტყვეობაში 20-მდე ადამიანი რჩება.

ამ ფონზე, ისრაელის კაბინეტი აგრძელებს როგორც ცეცხლის შეწყვეტის, ასევე ღაზას ქალაქზე ფართომასშტაბიანი სახმელეთო შეტევის შესაძლებლობის განხილვას: ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, გადამწყვეტი შეტევა ჰამასის მებრძოლების დასუსტებისა და კომპრომისზე წასვლის იძულების საუკეთესო გზაა.

თუმცა, მძევლების ოჯახები და მათი მხარდამჭერები დარწმუნებულები არიან, რომ ახალი მასშტაბური ოპერაცია გადარჩენილი ტყვეების სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics