|
2025-08-24 19:25:51, 1884 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული ცხინვალის სკოლებში რუსეთის დროშა აღიმართება
რუსეთის დროშა აღიმართება ცხინვალის რეგიონში ოკუპირებული საქართველოს რეგიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. „რესპუბლიკის ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღს უნდა ჰქონდეს ოსური და რუსული სამფეროვანი დროშის ბოძები“, - თქვა მან. ახლა ე.წ. ცხინვალის მერია და დე ფაქტო განათლების სამინისტრო უნდა „იფიქრონ“ თითოეული სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეზოში ორი დროშის ბოძის დამონტაჟებაზე. „ლიცეუმის მოსწავლეები ეზოში შეიკრიბნენ, მათ ოსური სიმღერა იმღერეს, დროშა აღმართეს - ეს ვიდეო ფართოდ გავრცელდა და სოციალურ ქსელებში დადებითი გამოხმაურება მიიღო“, - აღნიშნა გაგლოევმა. გარდა ამისა, ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ბრძანა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ჰიმნის შესრულება სავალდებულო გახდეს ყველა სკოლაში. გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბერში გამოცხადდა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცხინვალის რეგიონის სკოლებში ყოველკვირეული სასწავლო პროცესი რუსული მეთოდოლოგიით უნდა დაწყებულიყო - „ჰიმნის“ შესრულებით, „სახელმწიფო დროშის“ აღმართვით და კლასგარეშე საგნით „საუბრები მნიშვნელოვანზე“, სადაც (რუსეთში) განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: „ჩვენი ქვეყანა რუსეთია“, „ტრადიციული ოჯახური ღირებულებები“, „ეროვნული ერთიანობის დღე“ და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)