19:25 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-20 15:47:17, 1176 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ ევროკავშირის წევრ 10-მდე სახელმწიფოსაც კი ვუსწრებთ, პრაქტიკულად, ყველა პარამეტრით

ევროკომისიის ბოლო შეფასება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრ 10-მდე სახელმწიფოსაც კი ვუსწრებთ, პრაქტიკულად, ყველა პარამეტრით, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის ანგარიშში ასახულ საქართველოს  პროგრესს შეეხებოდა.

კობახიძის თქმით, ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი.

„მე გამჭირდება თქმა, გაითვალისწინებს თუ არა ევროკომისია საკუთარ ანგარიშს, სადაც საუბარია მნიშვნელოვან პროგრესზე საქართველოსთან დაკავშირებით,  თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი - რეფორმების თვალსაზრისით, არსებული მდგომარეობის თვალსაზრისით. ჯერ კიდევ 2023 წლის დასაწყისში, ქულებით შეფასება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც საქართველო ბევრად უსწრებდა როგორც მოლდოვას, ისე ბოსნიას, თუმცა გახსოვთ, რომ მაშინ ამ ორ ქვეყანას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს - არა. ყველა ობიექტური შეფასების თანახმად, საქართველო უპირობო ლიდერია, არამარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, ეს ბოლო შეფასება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრ 10-მდე სახელმწიფოსაც კი ვუსწრებთ პრაქტიკულად ყველა პარამეტრით, თუმცა ხედავთ, რომ დამოკიდებულება არის უსამართლო და ამ უსამართლობის მიზეზიც არის ის, რომ სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს გარე ძალების კარნახით, რომელთაც არ სურთ მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics