|
2025-08-18 22:23:03, 1682 ნახვა
ეკონომიკა
ხელშეკრულების შესრულების გარანტია – უკვე საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკში
საქართველოს ბანკმა ბიზნესის მხარდასაჭერად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ციფრული სიახლე დანერგა: ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მიღება უკვე ინტერნეტბანკის მეშვეობით არის შესაძლებელი. ახალი პროდუქტი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სრულად დისტანციურად, სწრაფად და მარტივად მიიღოს გარანტია, რომელიც სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობისთვისაა საჭირო. ახალი ციფრული გადაწყვეტის ფარგლებში, განაცხადის შევსება ინტერნეტბანკიდან ხდება, პასუხი კი 1 წუთზე ნაკლებ დროში მიიღება. ხელშეკრულების მომზადების ეტაპი 1 საათში სრულდება, ხოლო მომხმარებლის მხრიდან დადასტურება სრულად ციფრულადაა შესაძლებელი. შესაბამის უწყებებთან გარანტიის ბლანკიანი დოკუმენტის წარსადგენად, მომხმარებელს საქართველოს ბანკი ორ ალტერნატივას - დოკუმენტის ფილიალში მიღებას ან ფოსტით სასურველ მისამართზე მიწოდებას - სთავაზობს. საქართველოს ბანკის ციფრული გარანტიის მთავარი უპირატესობები შემდეგია:
„ჩვენი მიზანია, ბიზნესს საქმიანობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ და დროის დაზოგვაში დავეხმაროთ. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ციფრულად გაცემით, თანამედროვე ტენდენციებს ვპასუხობთ, მომხმარებლის გამოცდილებას ვაუმჯობესებთ და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კომფორტულ ალტერნატივას ვქმნით. ტენდერში გამარჯვებულ მომხმარებლებს, როგორც წესი, გარანტიის დოკუმენტის წარსადგენად 5 სამუშაო დღიანი ვადა აქვთ, ციფრული გადაწყვეტით კი ჩქარდება და მარტივდება განხილვისა და პასუხის დაბრუნების პროცესი, შედეგად კი ბაზარზე საუკეთესო გამოცდილებას ვამკვიდრებთ,“ - აცხადებს გიორგი კოკაია, SME ბიზნეს და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი. გაიგეთ მეტი პროდუქტის შესახებ საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკში. ხოლო თუ ჯერ არ ხართ ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ, 2 წუთში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)