14:15 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-09 16:34:54, 1700 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყვარელში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, ყვარელში, წარსულში ნასამართლევმა ბრალდებულმა დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა ერთ პირს, ხოლო შემდეგ ასევე დაზიანებები მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც  ვითარების განმუხტვას ცდილობდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის ,,ვ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (ცივი იარაღის ტარება)  წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics