|
2025-07-08 18:01:34, 7187 ნახვა
სპორტი
7-ქალას ევროპული თავგადასავალი - ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად
წელს, ისტორიაში პირველად, საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. ხორვატიასა და გერმანიაში, ორ ეტაპად გამართულ ტურნირზე, ჩვენმა გუნდმა ერთი, სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა იტალიის ნაკრებთან. მიუხედავად იმისა, რომ წელს ევროპის 12-გუნდა ელიტაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოხერხდა, გაჩნდა იმედი, რომ მალე, ქართველი გოგონები ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდებიან. ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ, განვლილი ტურნირის შესახებ შეფასება გააკეთა 7-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ჯაბა მალაღურაძემ. „რა შედეგითაც არ უნდა დაგვესრულებინა ტურნირი, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მონაწილეობა არის არა უბრალოდ ფაქტი, არამედ - ისტორიული ფაქტი. აქედან გამომდინარე, ეს უკვე დიდ მიღწევად მიმაჩნია. ტურნირი იყო საკმაოდ რთული. ვთამაშობდით 12 უძლიერეს გუნდს შორის და მოვიპოვეთ ერთი გამარჯვება - იტალიასთან, რაც, ასევე, ისტორიული ფაქტია. ჩვენი მიზანი იყო, დავრჩენილიყავით ამ დივიზიონში, შეგვენარჩუნებინა ადგილი, თუმცა, ვფიქრობ, წარმატება არ უნდა გაიზომოს დივიზიონში დარჩენა-არდარჩენით. ვთვლი, რომ ჩვენ ბევრ საზომს ვაკმაყოფილებთ. კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ფინიში; ეს გზაა, რომელსაც ქალთა რაგბი გადის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს ტურნირიც და ეს წელიც, არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად. ზუსტად ვიცით, რომ ხვალ უფრო ძლიერები ვიქნებით, რადგან გვაქვს დიდი სურვილი და მიზანი - ხვალ ტოლი არ დავუდოთ მათ, ვინც დღეს ჩვენზე ძლიერი იყო. მთავარია, გვჯეროდეს“ - ამბობს ჯაბა მალაღურაძე. უკვე 10 წელია, თიბისი ქართული რაგბის მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერია. ქართველი მორაგბე გოგონების ისტორია კი, ნამდვილად შთამაგონებელი და მამოტივირებელია, რადგან მათ არაერთხელ დაამტკიცეს - მთავარია გჯეროდეს და ყველა დაბრკოლებას გადალახავ; რომ სითამამემ სწორი გეზი უნდა გვიჩვენოს. #ერთადგავიმარჯვებთ
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)