2025-07-03 22:34:56, 885 ნახვა
პოლიტიკა
ძლიერი საქართველო -21 წლის გიორგი მინდაძეს სამშობლოს სიყვარულისთვის 5 წელი მიუსაჯეს
რეჟიმის მსახურმა სასამართლომ დღეს კიდევ ერთი ახალგაზრდა დაატყვევა! - ამის შესახებ პარტია ძლიერი საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"21 წლის გიორგი მინდაძეს სამშობლოს სიყვარულისთვის 5 წელი მიუსაჯეს! ე.წ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა რეჟიმის დავალება დღეს კიდევ ერთხელ პირნათლად შეასრულა!
“ლელო-ძლიერი საქართვრლოს” პოლიტიკური გუნდი კატეგორიულად გმობს სასამართლოს განაჩენს და გიორგი მინდაძის ოჯახს და მეგობრებს თანადგომას უცხადებს!
დღევანდელი განაჩენი კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ქართული საზოგადოების შეურიგებელ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ! ჩვენ - “ლელო-ძლიერი საქართველო” ბოლომდე ვიდგებით მტკიცედ, ივანიშვილის რუსული ჯალათებისგან საქართველოს დასახსნელად! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება საქართველოს!" - წერია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,